ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის - ოლაფ შოლცი 

17 თებერვალი 2024, 13:59 437 ნახვა

ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის,- ამის შესახებ, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცმა  განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

„რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ომისთვის. რუსეთის ეკონომიკა უკვე მრავალი წელია, ომის რეჟიმში მუშაობს. საკუთარი მიზნების მისაღწევად პუტინმა სრულად დაიქვემდებარა ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება და კულტურა. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება. ეს აჩვენა  ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ“, – განაცხადა შოლცმა.

 

შოლცის განცხადებით, რუსეთის გამარჯვება წაახალისებს სხვა ავტოკრატებს, კონფლიქტები გადაჭრან ძალისმიერი გზით და ასეთ შემთხვევაში, დასავლეთს გაცილებით დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, ვიდრე, ახლა, უკრაინის მხარდაჭერაში ხარჯავს.

„რუსეთიდან მომავალი საფრთხე რეალურია. სწორედ, ამიტომ, ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები უნდა იყოს სანდო. ამასთან ერთად, ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის. ამ მიზნით, ყველა ქვეყანა, რომელიც ეხმარება უკრაინას, შეთანხმდა, რომ ჩვენ არ გავგზავნით სამხედროებს უკრაინაში, თუმცა ამასთან ერთად პუტინს და რუსეთის ხელმძღვანელობას არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ნატო-ს უძლიერეს ალიანსს შეუძლია, დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ამისთვის კი, აუცილებელია ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ნატო-ს ფარგლებში“, – განაცხადა შოლცმა.

 

მისი თქმით, ევროპის სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და განმტკიცებას გერმანია საფრანგეთთან ერთად აპირებს და ეს მოხდება იმის მიუხედავად, თუ რა შედეგით დასრულდება ომი უკრაინაში და ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტოს არჩევნებში. შოლცმა ყურადღება გაამახვილა ტრანსატალნტიკური ალიანსის სიმტკიცის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი