21 თებერვალს მსოფლიო გიდების დღეს ბათუმი გიდების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია პირველად გაიმართება და მასში 6 ქვეყნის ექსპერტები და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან ტურისტური გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციიდან. კონფერენცია ორ დღიანია.
პირველ დღეს მონაწილეები ისაუბრებენ გლობალურ ტურიზმზე, ერთმანეთს გაუზიარებენ ამ კუთხით დაგროვებულ გამოცდილებას.
იმსჯელებენ ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებსა და არსებული გამოწვევებზე. კონფერენციის მეორე დღე დაეთმობა მუზეუმს, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავს, ზოგადად მის როლს ტურიზმში.
გიდების კონფერენციას აქვს ასევე საგანმანათლებლო ფუნქცია, შესაბამისად მთავარია გიდი, როგორც ტურისტული ადილის ელჩი.
სწორედ მის როლს დაეთმობა შეხვედრის ძირითადი დრო.