ჯო ბაიდენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

16 თებერვალი 2024, 08:30 236 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატას აკრიტიკებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობას არასდროს დაივიწყებს.

ეს განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები დაიწყო, ისე რომ სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, არ განუხილავთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა თეთრი სახლის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.

აღნიშნავენ, რომ პალატის სპიკერმა შესვენება გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს ზიანი, რომელსაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში