იტალიის თასის მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ტურინში რეჯანასთან 72:81 დამარცხდა ტურნირს გამოეთიშა.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მის ანგარიშზე 20 ქულა, 10 მოხსნა, ორ-ორი პასი და ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ამ თამაშის შემდეგ თორნიკე შენგელია ნაკრების რიგებში გამოცხადდება, კაპიტანი სხვებთან ერთად დანიასთან 23 თებერვლის მატჩისთვის მოემზადება.
ვირტუსს კი მორიგი მატჩი 29 თებერვალს აქვს, ევროლიგაში ბოლონიელები ვალენსიას უმასპინძლებენ.