7 მედალი - საქართველოს ისტორიული შედეგი პარიზის ოლიმპიადაზე  

12 აგვისტო 2024, 11:08 427 ნახვა

პარიზის ოლიმპიადა დღეს საზეიმოდ დაიხურა. რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია ‘’პარკ დე ფრანცზე’’ ჩატარდა, საქართველოს მედროშე კი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იყო.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.

პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ.

პარიზის ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი კი შეერთებულმა შტატებმა აჩვენა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქრო, 44 ვერცხლი და 42 ბრინჯაოა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი