დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს

11 აგვისტო 2024, 12:42 518 ნახვა

დღეს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.) იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს დროით 13:00 საათიდან დაიწყება.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე, საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო. გუშინ ოქროს მედლები მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი