„დინამო“ ბათუმი საქართველოს თასის მეოთხედფინალშია

14 აგვისტო 2024, 18:56 537 ნახვა
 

„დინამო“  ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალშია. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მერვედფინალურ დაპირისპირებაში სტუმრად ტყიბულის „მეშახტე“ დაძაბულ მატჩი 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში, დავით მუჯირმა გახსნა და პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. მეორე ნახევრის 54-ე წუთზე მასპინძლებმა შეხვედრაში წონასწორობა აღადგინეს. გატანილი გოლით თავი, გიორგი ბუხაიძემ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს კი შეცვლაზე შემოსული ბლესას მიერ გამომუშავებული პენალტი ზუსტად ტამბედომ შეასრულა და ბათუმელებს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

შავიზღვისპირელების მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე „დინამო“ თბილისი იქნება. მატჩი 18 სექტემბერს თბილისში გაიმართება. 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი