უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 95 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსები აგრძელებენ ზეწოლას ფრონტის მთელ ხაზზე, ყველაზე აქტიურად ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით, განახორციელეს 34 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა, 114 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
"ავდეევკას მიმართულებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლების 28 თავდასხმა ავდეევკას, ლასტოჩკინოს რაიონებში და კიდევ 5 შეტევა დონეცკის ოლქის პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვედანაყოფების გეგმიური გაძლიერება მიმდინარეობს და საფრთხის შემცველი მიმართულებებით ჯარების მანევრირება ხდება"- აცხადებენ გენშტაბში.
პარალელურად, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც. ხარკოვის ოლქზე საჰაერო იერიშის შედეგად კი დაიღუპა 3 და დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.