კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა - უკრაინული მედია

15 თებერვალი 2024, 10:00 437 ნახვა

ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტთა სამიზნე დონეცკის ოლქის ქალაქი მიკოლაევკა გახდა. სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

სარაკეტო იერიშები განხორციელდა პოლტავაზე, ხერსონსა და ხარკოვზეც. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი