დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია

14 თებერვალი 2024, 21:47 658 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. დეკანოზის ადვოკატის მია ზოიძის ინფორმაციით, მან საპატიმრო დატოვა და ამ წუთებში რეანომობილით სახლში გადაჰყავთ. დეკანოზის უფლებადამცველმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ მამალაძე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების, ე.წ. „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მია ზოიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის საპატიმროს დატოვებდა, საღამოს 6 საათზე შეატყობინეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 7 წლის წინ თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი