ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 

14 თებერვალი 2024, 10:04 406 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, იური ლომაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრზე მესამე ადგილის მოპოვების შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან იაკობ ქაჯაიასაც, მაგრამ იტალიელ სპორტსმენთან დამარცხდა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა იასპარეზა, მათგან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს გიორგი ჩხიკვაძე და გელა ბოლქვაძე რეპეშაჟიდან ინარჩუნებენ.

ფინალური ორთაბრძოლები დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი