უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 71 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 159 საჰაერო დარტყმა,162 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
"ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების 2 თავდასხმა იამპოლოვკას, დონეცკის და ბელოგორივკას რაიონებში.
ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის 10 შეტევა დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, ივანოვსკის და კლეშჩეევკას მახლობლად"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
უკრაინული მხარის ცნობით, ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი. ღამის განმავლობაში, სელიდოვოზე იერიში ორჯერ განხორციელდა. სამიზნეში მოექცა საავადმყოფო. ვრცელდება ცნობა, რომ ნანგრევებში მოყოლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია .