ირაკლი ჩიქოვანი რობინ დანიგანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორ შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს.