პრემიერ-მინისტრმა სარაგბო ბაზა დაათვალიერა

16 მარტი 2017, 00:00 2852 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ყოფნისას ახლად გახსნილი საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა დაათვალიერა, რომელიც ფონდმა „ქართუმ" ააშენა და ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიას გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს.  კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 355 157 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 596 000 ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო. ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი