ისრაელელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამ სამხედრო სამეთაურო ცენტრს დაარტყეს

11 თებერვალი 2024, 11:08 376 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამ სამხედრო სამეთაურო ცენტრს მოიერიშე თვითმფრინავებით დაარტყეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თავდასხმები ლიბანის რამდენიმე რეგიონში განხორციელდა და სამხრეთ ლიბანში მდებარე, სამეთაურო ცენტრების სამიზნე ისრაელის ქალაქი შლომი იყო.

მათივე ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სამხრეთით თავდასხმა განახორციელეს, რომლის შედეგად, „ჰამასის” მიერ მართვადი პოლიციის მაღალჩინოსანი და ორი თანამშრომელი მოკლეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე აჰმედ ალ-იაქუბი იყო, რომელიც პასუხს აგებდა „ჰამასის“ მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე და რაფაჰის საიდუმლო პოლიციის დეპარტამენტში მსახურობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში