აჭარაში მეწყერი 100-ზე მეტ სოფელში განვითარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი - თორნიკე რიჟვაძე

10 თებერვალი 2024, 18:21 757 ნახვა

მეწყერი 100-ზე მეტ სოფელში განვითარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი. გეოლოგიური დასკვნების შემდეგ მოხდება ამ ოჯახების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„შეფერხებები იყო შიდასახელმწიფო და შიდასასოფლო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. დღეისთვის, გოდერძიმდე სრულადაა აღდგენილი შიდასახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

განცხადება თორნიკე რიჟვაძემ, ქედაში, სლიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობისას გააკეთა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სტიქიის ზონაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი