უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 92 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა ოკუპანტემა რეგიონს 7 მიმართულებით შეუტიეს, განახორციელეს 51 სარაკეტო და 80 საჰაერო დარტყმა.
"დამცველებმა მოიგერიეს 3 თავდასხმა ხარკოვის რეგიონის სინკოვკასა და ივანოვკას მახლობლად, სადაც მტერი ცდილობდა თავდაცვის გარღვევას.
ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების 9 თავდასხმა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ტორსკოეს დასახლებების რაიონებში"-აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო შეტევისას დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაღალსართულიანი შენობა და საგანმანათლებლო დაწესებულება.