პარლამენტში დღეს მინისტრობის კანდიდატების დარჩენილი ნაწილის მოსმენა გაგრძელდება. პროცესი დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები უპასუხებენ.
საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში გუშინ დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი, გაწერილი განრიგის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.