პარლამენტში მთავრობის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები იწყება

05 თებერვალი 2024, 10:02 443 ნახვა

პარლამენტში, მთავრობის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები იწყება. ამ წუთებში კანონმდებლები სამთავრობო პროგრამის მოსასმენად მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იკრიბებიან.

სამთავრობო პროგრამას ისინი იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგენენ.

ხუთშაბათიდან კი პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი გადაწყდება.

შეგახსნებთ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. თანამდებობას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. 

ხვალიდან  პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი