ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან.
ბორელის თქმით, აშშ-ის პასუხი მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ ვაშინგტონი საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა. ბორელის თქმით, მისია „თავდაცვითი” იქნება და „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ხმელეთზე თავდასხმებს არ განახორციელებს.