ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა - ამის შესახებ განცხადებას ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისი ავრცელებს.
ერაყის მთავრობა აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს გმობს.
ცნობისთვის, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა.