ფესტივალი „გიზ-გიზი“

03 თებერვალი 2024, 17:05 466 ნახვა

მსოფლიო თასის ეტაპის გათამაშების პარალელურად, გუდაურში ახალი ფესტივალი "გიზ-გიზი" დაიწყო. ასე ჰქვია სამდღიან ღონისძიებას, რომელსაც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეული მთის კურორტი მასპინძლობს.

ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, ტრადიციული კერძების დაგემოვნება,  ტერიტორიაზე  იყიდება ადგილობრივი ნაწარმიც. ფესტივალის მიზანი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენაა.

ღონისძიება საქართველოს ზამთრის კურორტებს მოივლის, გუდაურის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გადაინაცვლებს, შემდეგ გოდერძის უღელტეხილზე, ბოლოს კი მესტიაში ჩატარდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი