ამორტიზებული ვარშანიძის ქუჩა

31 იანვარი 2024, 14:38 568 ნახვა

ამორტიზებული ქუჩა  და  დაზიანებულ მონაკვეთებში სახელდახელოდ  ჩაწყობილი საბურავები -  ასეთი სურათია ბათუმში მამია  ვარშანიძის  ქუჩაზე.  მძღოლებს მდგომარეობა  არაერთ პრობლემას უქმნის.  გვიყვებიან, რომ დაზიანებულ  მონაკვეთებზე გადაადგილება დისკომფორთან  ერთად სახიფათოცაა, ავტომობილიც ზიანდება  და   საცობებიც   ხშირია.  ორმოები  ამ  ქუჩის ერთადერთი პრობლემა  არაა. 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ ვარშანიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია  განხორციელდება, სამუშაობი ამ  ეტაპზე ხახულის ქუჩაზე მიმდინარეობს,  რის შემდეგაც ვარშანიძის ქუჩაზე გადაინაცვლებს.

დაიგება  ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, გარე განათება, სანიაღვრე არხები. ვარაუდობენ, რომ პროექტი  2025  წლისთვის დასრულდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი