ძლიერ ცეცხლს ებრძვიან კენიის დედაქალაქ ნაირობიშიც. ხანძარი ქალაქის ცენტრში სტადიონის მახლობლად მდებარე კომერციულ ობიექტზე გაჩნდა.
მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
მეხანძრეებისა და მოქალაქეების ძალისხმევის მიუხედავად, კენიის დედაქალაქში ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.