ამერიკის ინდიანას შტატს ახალი წლის პირველმა ქარბუქმა მთელ შტატში დიდთოვლობა მოუტანა. ქალაქ გრინსბურგში თოვლით დაიფარა სახლები, ქუჩები და მანქანები. ამინდის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა ზამთრის შტორმის შესახებ გააფრთხილა. მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ყინვა. ზამთრის შტორმა თოვლი და ყინვა მოუტანა აშშ-ს ფართო ზოლს.
60 მილიონი ადამიანი ქვეყნის ათზე მეტ შტატში, კანზასიდან ნიუ-ჯერსამდე ამინდის გაუარესებისა და ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შესახებ გააფრთხილეს და რეკომენდაციები დაუგზავნეს.
ზამთრის შტორმი შუა ატლანტიკისკენ ინაცვლებს.
ვაშინგტონი ემზადება ძლიერი თოვლისა და ყინვისთვის მაშინ, როცა დედაქალაქში აშშ-ის კონგრესი უნდა შეიკრიბოს და ოფიციალურად დადასტუროს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა. სინოპტიკოსები 15-დან 30 სმ-მდე თოვლის საფარს პროგნოზირებენ სამხრეთ ოჰაიოდან ვაშინგტონამდე.
ასობით საჯარო სკოლამ ინდიანაპოლისში, ცინცინატიში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში შტორმის გამო სკოლები დახურა.