ჯო ბაიდენმა თავისუფლების მედლით 19 ადამიანი დააჯილდოვა

05 იანვარი 2025, 11:47 153 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისუფლების მედლით 19 ადამიანი დააჯილდოვა, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური და ბონო. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯილდოზე წარდგენილ ადამიანებს ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.
ჰილარი კლინტონი 2016 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დემოკრატიულმა პარტიამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპთან დამარცხდა. თეთრი სახლის განცხადებით, სოროსი მხარს უჭერდა ორგანიზაციებს და პროექტებს მთელ მსოფლიოში,  რომლებიც აძლიერებდნენ დემოკრატია.
ბონოს მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოც კულტურის სფეროში და ცნობილია სიღარიბის წინააღმდეგ კამპანიით. ანა ვინტურს წვლილი მიუძღვის საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად შიდსის კვლევებისთვის 20 მილიონზე მეტი დოლარის შეგროვებაში. თავისუფლების მედალი ასევე მიიღეს ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ და კალათბურთელმა ირვინ ჯონსონმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში