აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია სამხრეთ კორეის დემოკრატიის სიმტკიცეში და სრულად ენდობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლს ჩოი სანგ-მოკს - ამის შესახებ ნათქვამია სეულის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ბლინკენმა ეს კომენტარი სეულში ვიზიტის დროს ჩოისთან შეხვედრაზე გააკეტა - წერს უწყება.
შეხვედრაზე ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის „ურყევ“ ერთგულებას და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისთვის ძლიერი ერთობლივი თავდაცვითი პოზიციის მომზადებისკენ მოუწოდა - ნათქვამია ოფიციალური განცხადებაში.
ჩოი მხარს უჭერს პრეზიდენტს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენს, რომლის მიერ 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებამ ქვეყნის პარალიზება და 14 დეკემბერს მისი თანამდებობიდან გადაყენება გამოიწვია.