ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

05 იანვარი 2025, 14:09 182 ნახვა

ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება.

პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკა თელ ავივში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ღაზაში ომის დასრულებას და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაპირისპირება მოხდა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ხალხის დაშლას თელ ავივის მთავარ მაგისტრალზე.

ისრაელმა ღაზაზე შეტევა 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო „ჰამასის“ თავდასხმაზე საპასუხოდ, რომლის დროსაც დაჯგუფების მებრძოლები სასაზღვრო თემებში შეიჭრნენ - მოკლეს დაახლოებით 1 200 და მძევლად აიყვანეს, სულ ცოტა, 250 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში