რუსულმა ძალებმა ხარკოვში საჰაერო იერიში სამოქალაქო სამიზნეებზე მიიტანეს. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.
სამიზნეში მოექცა სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლქზე თავდასხმა, 6 დრონით განხორციელდა. დაზიანდა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ქუჩის ინფრასტრუქტურა, აფთიაქები, მაღაზიები და ავტომობილები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის ძალებმა ბოლო 24 საათში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავები გაუშვეს, რომელთაგან 15 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.