საპარლამენტო შეხვედრაში მესამე სექტორის ნაწილი მონაწილეობდა, პროტესტს გამოთქვამს და კიდევ ამ პროცესებში ჩართვას ითხოვს 10 ორგანიზაცია. ამის შესახებ განცხადებას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ითხოვენ.
აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მიეცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა და პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისინი არ მიიწვია.