რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 21 უკრაინული თვითმფრინავი ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულას რეგიონებში.
"გასული ღამის განმავლობაში შევაჩერეთ კიევის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 დრონი ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბელგოროდში, 3 - ბრიანსკში და თითო-თითო კალუგასა და ტულას ოლქებში.