გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

29 იანვარი 2024, 12:46 600 ნახვა

ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

"იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება. 

"ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“,- აღნიშნულია "იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა.

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი