მეხიკოში ცხოველთა უფლებების დამცველებმა მსვლელობა მოაწყვეს, რათა გაეპროტესტებინათ ხარების ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი სანახაობის აღდგენა დედაქალაქში თითქმის ორ წლიანი აკრძალვის შემდეგ.
მექსიკის დედაქალაქში პირველი ხარების ბრძოლა კვირას მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ დეკემბერში სანახაობის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
მექსიკაში ხარების ბრძოლა მე-16 საუკუნიდან იმართება.