მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს რეგიონში არსებულ მშვიდობას - პრემიერი

26 იანვარი 2024, 17:18 469 ნახვა

საქართველო ყოველთვის იყო და არის მომხრე რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთლიანად მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს სარგებელს მოუტანს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც.

„დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე, 15 დეკემბერი იყო მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია გაგრძელდეს მაღალი ტემპით რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი ისეთი პროექტებისადმი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი