ესპანეთში ზამთრის სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა 20 გრადუსი დაფიქსირდა. მეტეოროლოგიურ სამსახურში კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთით ტემპერატურა 28 გრადუსს, აღმოსავლეთით კი 26 გრადუსს მიაღწევს.
სპეციალისტები კლიმატის ცვლილების ფაქტორზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ ევროპაშიც დაფიქსირდება, ფაქტი კლიმატის შემსწავლელ სპეციალისტებში შეშფოთებას იწვევს.