მავნე მწერებთან ბრძოლის მიზნით, აჭარის სატყეო სააგენტო აჭარის მაღალმთიანეთის ტყეებში მწერ-საჭერ ხაფანგებს განათავსებს. სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ წიწვოვან მცენარეებში გავრცელებულია მავნებელი მბეჭდავი კენწეროს ქერქიჭამია. მათთან საბრძოლველად ლაბორატორიაში სასარგებლო მწერებიც გამოჰყავთ.
დაგეგმილია 3100 ხაფანგის განთავსება. მწერ-საჭერი ხაფანგების განთავსებისა და მონიტორინგისთვის 192 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო უკვე დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრებისთვის 452 ათასი ლარია გაწერილი.