საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ საწყისი საბრძოლო მომზადება რვა კვირის განმავლობაში გაიარეს და დღეიდან სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეკრუტებმა შეისწავლეს საერთო საჯარისო წესდებები, განავითარეს ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები.