პროტესტები თელ-ავივსა და იერუსალიმში

25 იანვარი 2024, 14:01 472 ნახვა

თელ-ავივში თავდაცვის სამინისტროს შენობის ირგვლივ ათასობით ისრაელელმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები 136 მძევლიდან რამდენიმეს ფოტოთი, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ჰამასის ტყვეობაში რჩებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს- "შეთანხმება ახლა!" და "ჩვენ გვსურს, რომ ისინი ცოცხლები დაბრუნდნენ!".

მომიტინგეებმა მიმდებარე გზატკეცილი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, რის გამოც მოძრაობა შეჩერდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი