ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე გზის გაჭიანურებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და შესაძლო კორუფციის რისკებზე საუბრობენ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები.
ოპოზიციის წევრების თქმით, აღნიშნული გზის მონაკვეთი სატენდერო პირობის თანახმად, 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას 14 მილიონი უკვე გადაერიცხა.