ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული შვიდი ადამიანის ცხედარი იპოვეს ილინოისის შტატის ჩიკაგოს გარეუბანში. პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჰყავს, რომელიც მიმალვაშია და ეძებენ. პოლიციას არ აქვს ინფორმაცია სროლის შესაძლო მოტივის შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ მსხვერპლი სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. პოლიციის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი 23 წლის რომეო ნენსია, რომელიც შეიარაღებულია და საშიში. სამართალდამცველები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.