საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს აბდულლა ნასსერ ლუთას შეხვდა.
აბდულლა ნასსერ ლუთამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ეს პლატფორმა, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო.