გერმანიაში ათასობით ფერმერი საპროტესტო აქციაზე ტრაქტორებით მივიდა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან გარემოს დაცვისა და ცხოველების უფლებების დაცვის საკითხებისადმი მეტ ყურადღებას ითხოვდნენ, ასევე, აპროტესტებდნენ გენმოდიფიცირებულ საკვებს და ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებს.
დემონსტრანტებმა ბერლინის ქუჩებში ტრაქტორებით მსვლელობაც გამართეს. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ფერმერები კორპორატიულ ინტერესებზე მაღლა დგანან“, „მიწა ფერმერებს ეკუთვნით“.
მომიტინგეებმა გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს საპროტესტო წერილი გადასცეს. ფერმერები მთავრობის მიერ დიზელის საწვავის სუბსიდირების შემცირებას და ეკოლოგიური შეზღუდვების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან.