მართლმადიდებელი სამყარო უდიდეს დღესასწაულს, ნათლისღებას აღნიშნავს. დღევანდელ დღეს ნათლობისთვის მორწმუნეები სპეციალურად ირჩევენ, საყოველთაო ნათლობა ამ დღის ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაა. სწორედ ამიტომ ათეულობით ადამიანი გაქრისტიანდა დღეს. მხოლოდ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში 75 ადამიანი მოინათლა. ასევე მნიშვნელოვანი რიტუალია წყალკურთხევა. ქრისტიანებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და ის მთელი წელი იყენებენ. ბათუმში, უკვე 29-ჯერ დღესასწაულს ზღვაში შთაფვლის რიტუალით შეხვდნენ.