ტაილანდში აფეთქებამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

18 იანვარი 2024, 09:39 311 ნახვა

20 ადამიანი დაიღუპა ტაილანდში ბანგკოკის ჩრდილოეთით ფეიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად-აცხადებს პოლიცია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო- სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება, რომელიც ბანგკოკიდან ჩრდილოეთით 120 კილომეტრის მოშორებით   სუფან ბურის პროვინციაში შუადღისას მოხდა. პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შესაძლოა დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.

პოლიციის მონაცემებით, აფეთქების შედეგად ათობით დაშავებულია. პრემიერ-მინისტრს    აფეთქების შესახებ ინფორმაცია დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიაწოდეს. პრემიერმა მომხდარის  სწრაფი გამოძიება მოითხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში