სელფების დღე მუზეუმებში

17 იანვარი 2024, 20:40 743 ნახვა

საჯარო ლექცია გაიმართა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს მუზეუმის თანამშრომლებმა კოკა იგნატოვის შემოქმედება გააცნეს. მხატვრის ერთი ფერწერული ტილო სახელწოდებით “მხატვრის სახელოსნო“ ბათუმის ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზშია გამოფენილი. საჯარო ლექციაზე ისაუბრეს კოკა იგნატოვის ნამუშევრებსა და ბიოგრაფიაზე, მის მრავალმხრივ ნიჭზე ფერწერის, გრაფიკული და მონუმენტური ხელოვნების მიმართულებით. დღესვე აღინიშნა “სელფის დღე მუზეუმში“, რომელიც საერთაშორისო კამპანიის ნაწილია. თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იყო. საუკეთესო სელფების ავტორებს კი აჭარის მუზეუმი ფოტოსესიითა და მუზეუმ პასით დაასაჩუქრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი