უხვი ნალექის გამო, გერმანიის რეგიონებში ასობით ავიარეისი გაუქმდა

17 იანვარი 2024, 17:00 429 ნახვა

უხვი ნალექის გამო, გერმანიის რეგიონებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მხოლოდ მიუნხენის აეროპორტმა 250 რეისი გააუქმა. ბადენ-ვიურტემბერგის ადგილობრივი პოლიცია მრავალრიცხოვანი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ იუწყება. შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც.

ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილით სარგებლობისგან თავის შეკავებისკენ და შეძლებისამებრ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი