უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში რუსეთის მიერ გაშვებული 20 შაჰედის დრონიდან 19 -ის მოგერიება შეძლო. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და დაშავდა სამი ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმა ოდესასა და სამხრეთ რეგიონებში სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, ერთ-ერთ უბანში გაზის მილი და ათობით მანქანა დაზიანდა.