ბათუმში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

17 იანვარი 2024, 09:34 314 ნახვა

წუხელ, ბათუმში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა, სადაც ქირით რვაწევრიანი ოჯახი ცხოვრობდა.

შენობის ნაწილი ხის ნაგებობა იყო, რომელსაც ცეცხლი სწრაფად მოედო, თუმცა სახანძრო სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში