შეხვედრა იტალიის ელჩთან

16 იანვარი 2024, 14:11 331 ნახვა

იტალიის ახლადდანიშნულმა ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

ილია დარჩიაშვილმა იტალიელ დიპლომატს გააცნო, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები. იმედი გამოთქვა, რომ იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებსაც. 

მასიმილიანო დანტუონომ თავის მხრივ, დაადასტურა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიმართ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში