თურქეთიდან ებრაელი ფეხბურთელი მაჯაზე მესიჯის გამო გააძევეს

16 იანვარი 2024, 10:44 419 ნახვა

ისრაელელი ფეხბურთელი საგივ იეჰეზკელი ისრაელში  მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ის თურქეთის პოლიციამ დაკითხა მაჯაზე გაკეთებული  გზავნილის გამო, რომლის დემონსტრირება  მატჩის დროს მოახდინა. მისი გზავნილი  7 ოქტომბერს ჰამასის  ისრაელზე თავდასხმის მე-100-ე დღეს ეძღვნებოდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის თქმით,  პროკურორებმა იეჰეზკელის წინააღმდეგ საქმე „საზოგადოების  სიძულვილისა და მტრობისკენ  წაქეზების“ ბრალდებით აღძრეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დაგმო თურქეთში ფეხბურთელის დაკავება და ანკარა დაადანაშაულა იმაში, რომ იგი ჰამასის იარაღად იქცა.

იეჰეზკელის საფეხბურთო გუნდმა, ანტალიასპორმა, განაცხადა, რომ იგი გუნდიდან თურქეთის ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მოქმედების გამო გააძევეს და ისრაელში ოჯახთან ერთად კერძო თვითმფრინავით დაბრუნდებოდა.

28 წლის იეჰეზკელმა კვირას თურქეთის სუპერლიგაში ტრაბზონსპორთან თამაშის დროს  გოლის გატანის შემდეგ გზავნილის საჩვენებლად შეკრული მუშტი მაღლა ასწია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი